By
შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან
შუახევში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ბანუ თერზიოღლუ იმყოფებოდა. მან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე და მერის თანაშემწე თენგიზ დავითაძე ესწრებოდნენ.
თამაზ მგზავრიძე