By
ბოტანიკურ ბაღში საზაფხულო სკოლა გაიხსნა
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სეზონური საზაფხულო სკოლა გაიხსნა, რომლის მიზანი სტუდენტებისთვის მცენარეთა მრავალფეროვნების, ეკოლოგიური სისტემების, ისტორიული გარემოსა და თანამედროვე სამეცნიერო კვლევის მეთოდების გაცნობაა.

გახსნის ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძე დაესწრო.
სეზონური სკოლის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც თეორიული ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები, ისე საველე გასვლები.

პროექტი ბათუმის ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, იგი ნ19 ივლისამდე გაგრძელდება.