მინისტრის მოადგილე   ქობულეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
By

მინისტრის მოადგილე   ქობულეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

წყავროკასა და კვირიკეს №2 საჯარო სკოლებში შენობების სრული შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წყავროკას სკოლაში დაგეგმილია სახურავისა და ფასადის განახლება, ასევე, ეზოსა და ღობის კეთილმოწყობა. კვირიკეს №2 საჯარო სკოლაში სრულად განახლდა სახურავი, ფასადი და მოეწყო ღია სპორტული მოედანი.

პარალელურად, სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სამუშაოები სამ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

ქობულეთის №1 საჯარო სკოლაში მოეწყობა ღია სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ღობეს.

⁠საჩინოს საჯარო სკოლაში, ღია სპორტულ მოედანთან ერთად, უსაფრთხოების მიზნით, ფერდსამაგრი საყრდენი კედელი შენდება,

⁠სოფელ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლაში კი ახალი ღია სპორტული მოედნის მოწყობის პროცესი დასრულების ეტაპზეა.

 

  • No Comments
  • ივლისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *