ხულოს თეატრის დირექტორად ნანა შაინიძე წარადგინეს
ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად ნანა შაინიძე დაინიშნა. კულტურის ამ კერას მალე დაარსებიდან 90 წელი შეუსრულდება. არსებობის ისტორიაში, ნანა პირველი ქალია, რომელსაც ეს პატივი ერგო. იგი სპეციალობით პოლიტოლოგია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა გაზეთების: ,,ჰო და არას“, ,,მოამბეს“ და ,,წიწმატის“ კორესპონდენტად, ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილების სპეციალისტად, ლანჩხუთის გია ქურიძის სახელობის ახალგაზრდული თეატრალური დასის, ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის გია ქურიძის სახელობის თეატრალური დასის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მაკ. ჯორჯიას“ თეატრალური დასის ,,ებგურის“( ქედა), შუახევის კულტურის ცენტრის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თეატრალური დასის ,,მარმენიოს“, ,,მწიგნობარის“ ბაზაზე შექმნილი თეატრალური დასის ,,თეატრონის“ რეჟისორად, ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ, ა(ა)იპ „ხულოს კულტურის ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად, აჭარის კულტურის სამინისტროს ფოლკლორის განყოფილების პროგრამის ,, კულტურის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ კოორდინატორად. იყო საქართველოს თავდაცვის ეროვნული გვარდიის რეზერვისტი. 2019 წელს დააფუძნა ლიტერატურული კონკურსი ,,პეგასი“. არის პოეტური კრებულების ავტორი და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ჰყავს 2 შვილი და 2 შვილიშვილი.
თეატრის დასს ნანა შაინიძე აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ წარუდგინა. ითქვა, რომ ნანა შაინიძე მინდობილ საქმეს ყოველთვის გულმოდგინედ ეკიდება და ამ თანამდებობაზე დასის იმედებს გაამართლებს.
ოთარ ცინარიძე