მღალკვალიფიციური სემინარები – მოკრივეებისთვის
ყაზახეთისა და აჭარის კრივის ფედერაციების ერთობლივი ხელშეკრულებით, ბათუმში მსოფლიო კრივის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ცნობილი სპორტული ისტორიკოსი, პროფესორი, პრაქტიკოსი ტრენერი კასიმ მაულენოვი იმყოფებოდა, რომელმაც ჩვენს მოკრივეებს, სამედიცინო პერსონალს, მწვრთნელებს სასწავლო სემინარი ჩაუტარა.
ის წლების განმავლობაში თავად გამოდიოდა რინგზე და იყო ყაზახეთის კრივის ნაკრებების წევრი. არის კრივის ისტორიის მკვლევარი და „ყაზახეთის კრივის ენციკლოპედიის“ ავტორი, რომელიც მრავალი წამყვანი უცხოური ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. დაჯილდოებულია ყაზახეთის კრივის ფედერაციის საპატიო ნიშნით, რომელიც შინაარსობრივად სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ენიჭებათ.

აჭარის კრივის სფეროს წარმომადგენლებს ასეთ სმინარს კიდევ ორჯერ ჩაუტარებენ, რის შემდეგაც, მათ სერტიფიკატები გადაეცემათ.
როგორც აჭარის კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა აბაშიძემ გვითხრა, სემინარები ყაზახეთის წარმომადგენელმა სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარა (არადა, ასეთი პროფესიონალების მიერ ჩატარებული სემინარი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა). ეს სემინარები ძალიან სასარგებლოა, დიდ გამოცდილებას სძენს როგორც მწვრთნელებს, ისე მოკრივეებს.

სემინარები სამ დღეს, სასტუმრო „კოლიზეუმში“ მიმდინარეობდა. ჩვენს მოკრივეებს ეს სწავლებები ძალიან წაადგებათ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სალიცენზიო იქნება. წარმატებულები ამერიკაში ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან, რომელსაც აშშ-ში 2027 წელს უმასპინძლებენ.
მანანა ძიძიშვილი