By
უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დაარტყეს
ამ ინფორმაციას უკრაინული მედია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურზე, რობერტ მადიარ ბროვდიზე დაყრდნობით ავრცელებს.
რობერტ მადიარის ცნობით, უპილოტო სისტემების ძალების დანაყოფებმა ოკუპირებული ყირიმის მახლობლად რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს შეუტიეს.
მისი თქმით, დაზიანებულ გემებს შორის 17 ნავთობტანკერი 2 გაზის გადამზიდი ხომალდი და ერთი საბუქსირე გემია.
მედიის ინფორმაციით, ბოლო ცხრა დღის განმავლობაში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა აზოვის ზღვაში განხორციელებული დარტყმების შედეგად 116 გემი მწყობრიდან გამოიყვანა.