By
უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: პაკისტანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ტაილანდის, ფილიპინების, ალჟირის, ეგვიპტის, იორდანიის, სუდანის, ლიბანის, ნიგერიის, ჩინეთის, ყაზახეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 102 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.