საერთაშორისო ბანაკში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობენ
By

საერთაშორისო ბანაკში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, თურქეთის რესპუბლიკაში, კუნძულ კინალიადაზე „საერთაშორისო ბანაკი თურქეთში – 2026“ ხორციელდება.

საქართველოს საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევითა და მსოფლიო საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, 2026 წლის 14 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, კუნძულ კინალიადაზე გამართულ ბანაკში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 14 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. ბანაკში, ასევე, მონაწილეობას იღებს სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი 13 ახალგაზრდა.

პროექტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფ ქართული დელეგაციის წევრებსა და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა რეზიდენციაში უმასპინძლა და დალოცა.

 

  • No Comments
  • ივლისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *