წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნენ
By

წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრა და სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სტუმრებს გიმნაზიის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა წარუდგინა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, გიმნაზიაში შექმნილი თანამედროვე, მოწესრიგებული და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული გარემო, ახალგაზრდების სულიერ განვითარებასა და ეროვნული ღირებულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს სასწავლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობებზე.

წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე დაწესებულებაში 120-მდე მოსწავლე სწავლობს. გიმნაზიის პანსიონში მოწყობილია საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცეები, მოზაიკის სახელოსნო და მოსწავლეთა განვითარებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. კომპლექსი ასევე, აერთიანებს სამონასტრო დანიშნულების სივრცეებს.

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა წმინდანთა ქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსიც დაათვალიერეს.

გიმნაზიაში, ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.

  • No Comments
  • ივლისი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *