ლავროვი რუბიოს შეხვდა
By

ლავროვი რუბიოს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან პირისპირ მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლავროვსა და რუბიოს მოლაპარაკებები ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეები უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზების განხილვას აპირებდნენ.

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *