„საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია“
By

„საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია“

„ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ“, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ. მისი თქმით, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ისაუბრებს. კირცხალიამ აღნიშნა ისიც, რომ ადრე თუ გვიან, ყველა მივა იმ აზრამდე, რომ ახლა სუვერენული პოლიტიკის დროა.

„ისინი სრულიად გაშიშვლდნენ აგენტურულ ველზე, უკვე ღიად არიან გადმოსული შეტევაზე, ასე რომ, ჩვენ ჩვენი კურსი გვაქვს და ამ კურსს მივყვებით ძალიან პრაგმატულად. მაგრამ ქვეყანა იმ აგენტურული სპირალიდან, რომელიც 2012 წლამდე იყო, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია, გამოვიდა და საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია. ახლა დრო არის არამხოლოდ ჩვენ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში სუვერენული პოლიტიკის.

საუბრობენ შუა დერეფანზე და საქართველოზე არ საუბრობენ. ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ვიზიტები სამთავრობო გუნდმა ბოლო თვეებში განახორციელა, იქნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას პრაგმატულად სჭირდება. ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. ვარჩიეთ მშვიდობა, რომელმაც მოიტანა ეკონომიკური სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით ყველასთან ვისაუბრებთ, ყველა პარტნიორთან და იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ერთმანეთს ასწრებენ ევროპელი ლიდერები ჩასვლას.

ჩვენ ვამბობთ: ჩვენ აქ ვართ, ჩვენი ინსტიტუციები ასე მუშაობენ, ჩვენი საკანონმდებლო სივრცე მუშაობს ასე, და ამ ყველაფერთან ერთად, სრულ ჰარმონიზებაშია იმ დასავლურ ღირებულებებთან, რომელსაც პატივს ვცემთ. ხშირად მოგვისმენია, რომ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირდა; ამ დროს, რიგითი მოქალაქე ისმენს იგივე ბიუროკრატისგან, რომ მოლდოვა, სადაც ერთი ტელევიზიაა დარჩენილი, არის თურმე დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების აკვანი და საქართველოში, სადაც ნებისმიერს შეუძლია მედიის დარეგისტრირება, თურმე სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია, პოლიციელის დაწვა და პარლამენტის დაწვა თურმე გამოხატვის თავისუფლებაა და ასანქცირებენ „იმედს“, რომელიც არის დამოუკიდებელი ტელევიზია, რადგან თვალში არ მოსდით“, – განაცხადა კირცხალიამ.

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *