სპორტული აჭარა
By

სპორტული აჭარა

გია ზედანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართა ფეხბურთში 2014 წელს დაბადებულ სპორტსმენებს შორის, სადაც წარმატებით იასპარეზა ბათუმის კლუბმა – „ბათუსი“ და მეორე საპრიზო ადგილი დაიმსახურა. პირველ ადგილზე „ოქროს ბიჭები“ გავიდა, მესამეზე – „გლდანი“.

ბათუმმა ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლა. ჩემპიონატის ფინალურ მატჩსა და დაჯილდოების ცერემონიას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი სულხან აბულაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ როგორც I , II და III ადგილებზე გასული გუნდები, ასევე სხვადასხვა  ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები.

ტურნირი საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილით დაასრულა.

ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის მთავრობის, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

  • უნგრეთში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, აჭარის ნაკრების წევრი ნიკა ბროლაძე (72 კილოგრამ წონით კატეგორიაში) ჩემპიონი გახდა.
  • ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში აჭარის ნაკრების წევრი თორნიკე მიქელაძე (82 კგ) უნგრეთში მიმდინარე სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *