მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის  ელჩთან  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
By

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის  ელჩთან  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს მისი დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის დინამიკა ელჩის დიპლომატიური მისიის პერიოდში, მათ შორის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევაც.
საუბარი შეეხო იმ პრაქტიკულ შედეგებსაც, რომლებიც პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას მოჰყვა – ორმხრივი უვიზო რეჟიმის ამოქმედება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და გაფართოება, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში კავშირების გაძლიერება, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება და უმაღლესი განათლების დიპლომების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება.
,,განიხილეს საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგიც, მათ შორის, საუბარი შეეხო სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს შორის კავშირების გაძლიერებასა და ტექნოლოგიურ სექტორში სამომავლო თანამშრომლობას. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.
საქართველოს პრეზიდენტმა ჭოუ ციენს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *