,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა“- ქობულეთში
By

,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა“- ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში, პროექტების განხილვის და გასაუბრების ეტაპი გაიმართა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

2026 წელს, პროგრამაში ჩართვის მიზნით, მერიაში დარეგისტრირდა 37 განაცხადი. 35 კონკურსანტი გადავიდა შემდეგ ეტაპზე. კონკურსი მოიცავს კონკურსანტთან ადგილზე ვიზიტს და შემდეგ გასაუბრებას.

გამარჯვებულ პროექტებს შესაბამისი კომისია გამოავლენს.

,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერ პროგრამას“ ქობულეთის მუნიციპალიტეტი 2022 წლიდან ახორციელებს და მიზნად ისახავს მცირე და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, ქალთა თანაბარი უფლებების და გაძლიერების მხარდაჭერას.

კონკურსში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სრულწლოვანი ფიზიკურ პირი, ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი. მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთი პროექტი 500 ლარიდან არა უმეტეს 5000 ლარით ფინანსდება. პროგრამა ფინანსდება გამარჯვებული პირის თანამონაწილეობით. თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 10 %–ს. ეროვნული უმცირესობის, შშმ პირი ქალი, შშმ პირის დედა, ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები თავისუფლდებიან თანამონაწილეობის ვალდებულებისგან.

 

  • No Comments
  • ივლისი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *