პრემიერი – მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს
By

პრემიერი – მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს.

„სააკაშვილი არის ისეთი მოვლენა, რაზეც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს, სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს. ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საღ აზრთან, ასე იყო ის პრინციპში, როდესაც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში. ასე იყო, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში და დღეს მისი მდგომარეობა არის კიდევ უფრო მძიმე, ეს არის ერთ-ერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • აგვისტო 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *