ნოდარ ლორთქიფანიძის წარმატება
By

ნოდარ ლორთქიფანიძის წარმატება

რუმინეთის ქალაქ ალბა იულიაში,  გრან-პრის სერიის ფარგლებში, საერთაშორისო ღია ტურნირი გაიმართა.  მასში 27 ქვეყნის 402 მოჭადრაკე მონაწილეობდა, რაც შეჯიბრს განსაკუთრებით ძლიერ და კონკურენტულ ხასიათს სძენდა.

დიდი წარმატებით იასპარეზა ტურნირზე  ბათუმელმა  საერთაშორისო ოსტატმა ნოდარ ლორთქიფანიძემ, რომელმაც სწრაფ ჭადრაკში 10 პარტიიდან 8 მოიგო, ხოლო 2 შეხვედრა ყაიმით დაასრულა. ამ შთამბეჭდავი შედეგის წყალობით, ქართველმა მოჭადრაკემ საკუთარ ელო-რეიტინგს 28 ქულა შემატა.

ნოდარ ლორთქიფანიძე ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, არის აჭარისა და საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში. 2020 წელს მიღებული აქვს საერთაშორისო ოსტატის წოდება. არის სხვადასხვა საერთაშორისო და ღია ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი, წარმატებით ასპარეზობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვულოცავთ ნოდარს  მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • აგვისტო 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *