By
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა
„საქართველოს რკინიგზის“ გადაწყვეტილებით, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 1,30 საათით შემცირდა და 4 საათი გახდა.
განახლებული გრაფიკის ფარგლებში, დამატებულია ახალი რეისებიც, რაც მგზავრებს გადაადგილების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობასა და მოქნილ არჩევანს სთავაზობს.
ახალი განრიგი თბილისიდან ბათუმამდე: 00:30 – 04:37, 06:30 – 10:31, 08:05 – 12:06, 10:15 – 14:16, 17:10 – 21:11.
ბათუმიდან თბილისამდე: 00:35 – 04:39, 08:00 – 11:58, 14:10 – 18:11, 16:50 – 20:48, 18:30 – 22:28.
მატარებლის სიჩქარის გაზრდასთან ერთად, გურიის მონაკვეთზე 25 სარკინიგზო გადასასვლელზე დამონტაჟდა ვიდეომონიტორინგის 50 კამერა. ცოცხალი ვიდეონაკადი ტაბლეტების საშუალებით პირდაპირ მემანქანეებს გადაეცემათ.