By
შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა.
სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვია.
სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 210 ადამიანი გამოიყვანეს, 33 ადამიანი კი დაიღუპა.