წყლის კურთხევა, პარაკლისი და ნათლობა…
შარშან მთა ღომაზე (წინაველა) 12 მეტრი სიმაღლის ჯვარი აღიმართა და 14 აგვისტოს – პატიოსან ძეგლთა ცხოველმყოფელი ჯვრის შემობრძანების დღეს, ჯვარობის დღესასწაული დაწესდა. იგი ყოველი წლის 14 აგვისტოსა და 27 სექტემბერს აღინიშნება. 14 აგვისტოს ჯვართან მივიდნენ სხალთელი მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, ეპარქიის მღვდელმსახურები. ტრადიციულად, დღესასწაულზე ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი ჩამობრძანდა.
ჯვართან ჩატარდა წყლის კურთხევა, ჯვრის პარაკლისი და ნათლობა. 10-მდე ნათელღებული ქრისტეს რჯულს შეუდგა. მათგან ყველაზე პატარა 6 წლის ნოე სეფერიძე იყო, ყველაძე ასაკოვანი 69 – წლის ეფრემ(თემურ) აბუსელიძე.
ჯვრის დღესასწაულს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერები მამუკა თურმანიძე და ომარ ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ცოტნე ცაბაძე