By
ფესტივალი – ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტმა საავტორო მუსიკის რადიოფესტივალს „მუსიკა ბათუმიდან“ უმასპინძლა.
მუსიკალური რადიოფესტივალი დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ჯგუფი „ასეა სულ“, ირინა ხინიკაძე და ბენდი დამსწრეების წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ.
ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
ცოტნე ცაბაძე