ივნისში ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო ევროკავშირის ქვეყნები იყო
By

ივნისში ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო ევროკავშირის ქვეყნები იყო

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ივნისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 10.4%-ით, 348.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა კი 16.0%-ით, 39.8 მლნ აშშ დოლარამდე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, გადმორიცხული ფულადი ნაკადების ზრდაში წამყვანი წვლილი რუსეთიდან მიღებულმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 25.1%-იანი ზრდით. 12.7%-იან ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილების წვლილი. ევროკავშირიდან გზავნილების ზრდამ წლიურად 4.8% შეადგინა.

„ივნისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 42.2%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები, აშშ 19.0%-იანი წილით და რუსეთი 14.8%-იანი წილით წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (15.6%), გერმანიის (8.7%) და საბერძნეთის (7.9%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *