By
102 წლის იუბილე მიულოცეს
შუახევის რაიონის სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრ ზერიფე მიქელაძეს 102 წელი შეუსრულდა.
უხუცეს ქალბატონს სოფელში ესტუმრნენ და დაბადების დღე მიულოცეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა მირიან აბაშიძემ, გიორგი კეკელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ივანაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გია დავითაძემ.
ზერიფე მიქელაძეს 13 შვილი, 33 შვილიშვილი, 79 შვილთაშვილი და 13 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. მას რამდენიმე სამთავრობო ჯილდო აქვს მიღებული.
ამჟამად შუახევში საუკუნეს გადაცილებული 9 ხანდაზმულია.
თამაზ მგზავრიძე