By
სამაგისტრო გამოცდების პირველადი შედეგების ნახვა შესაძლებელია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველად შედეგებს აქვეყნებს. გამოსაცდელებს ოთხივე ნაწილის – წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის პირველადი შედეგების ნახვის შესაძლებლობა აქვთ.
საკუთარი შედეგის გასაგებად მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს ნებისმიერ სამ ნაწილში გადალახავს. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას.