საქსტატის ანგარიში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთის გადამუშავების შესახებ
By

საქსტატის ანგარიში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთის გადამუშავების შესახებ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4611 გემი, რომელთა 47.3 პროცენტი იყო გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი, 24.9 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 19.3 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 39.1 პროცენტით მეტი ნაყარი ტვირთმზიდი მიიღო, 34.8 პროცენტით მეტი – კონტეინერმზიდი, 17.3 პროცენტით მეტი – თხევადი ტვირთმზიდი, 2.3 პროცენტით მეტი – გენერალური ტვირთმზიდი გემი, სპეციალიზებული კი – 65.0 პროცენტით ნაკლები.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 19.1 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.2 პროცენტი – თურქეთის, 11.3 პროცენტი – ლიბერიის, 7.2 პროცენტი – მალტის, დანარჩენი 47.3 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 54.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 53.2 პროცენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5 364.5 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 33.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 47.8 პროცენტი გენერალური ტვირთი იყო, 30.5 პროცენტი – თხევადი ტვირთი, ხოლო 21.7 პროცენტი – ნაყარი ტვირთი.

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *