ვადა აბიტურიენტებისათვის 20 აგვისტოს იწურება
By

ვადა აბიტურიენტებისათვის 20 აგვისტოს იწურება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

„გასათვალისწინებელია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობით საგანმანათლებლო პროგრამები.

გამოსაცდელებმა პროგრამების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ:

გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამაზე;

საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;

საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურს;

ქალაქს, სადაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *