„ღამის სერენადები 2026“ ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა
By

„ღამის სერენადები 2026“ ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ტრადიციულად ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომ-ლიკანში“ გაიხსნა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბორჯომის მერიის, თბილისის მერიის, ბათუმის მერიის მხარდაჭერით. საღამო მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით მიმდინარეობდა.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები: ბეატრიჩე ვენეცი (დირიჟორი), იუკი სერინო (ვიოლინო), ანდრეს გაბეტა (ვიოლინო), მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი), გლორია კამპანერი (ფორტეპიანო), იან-ერიკ გუსტავსიონი (ჩელო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო), ნელო სალცა (საყვირი), მარიამ მაჩიტიძე (სოპრანო), ნიკოლოზ ვადაჭკორია (საყვირი), გიორგი შიოლაშვილი (ფორტეპიანო), ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ – პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე, გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი.

21, 23 და 25 აგვისტოს ფესტივალის საკონცერტო საღამოები ბათუმის დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს.

იოსებ ალიბეგაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული:

– ქალაქ ბორჯომში გაიხსნა ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ჩვენმა სასიქადულო მუსიკოსმა ლიანა ისაკაძემ დააფუძნა. ასევე, აღვნიშნავთ მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. ბორჯომს დღეს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, დავსწრებოდი ამ მნიშვნელოვანი ფესტივალის გახსნას.

მამუკა გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი:

– ჩვენთვის დიდი პატივია ტრადიციულად, ბორჯომში უმაღლესი დონის ფესტივალის ,,ღამის სერენადების” ჩატარება, ბორჯომის მუნიციპალიტეტი მზადაა, ყოველთვის მხარი დაუჭიროს ფესტივალს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, სტუმრებს, ქართველ და უცხოელ ვირტუოზ მუსიკოსებს ამ ფესტივალის ჩატარებისათვის.

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის ,,ღამის სერენადები” სამხატვრო ხელმძღვანელი:

– ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქალაქ ბორჯომში ფესტივალის გამართვა. სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია აღდგა. ბრწყინვალედ ჩაიარა გახსნის კონცერტმა, შესანიშნავად შეასრულეს გამორჩეული პროგრამა დირიჟორმა ბიატრიჩე ვენეციმ, სოლისტმა, მევიოლინე იუკი სერინომ და ფესტივალის საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ – პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე. ახლა კი ფესტივალი გადაინაცვლებს ქალაქ ბათუმში, სადაც სამი უმნიშვნელოვანესი კონცერტი გველოდება.

ბიატრიჩე ვენეცი, დირიჟორი:

– პირველად ვარ ქალაქ ბორჯომში, მოხარული ვარ, საოცრად ემოციური წუთებია, მსმენელის ემოციები, რომლებიც ჩვენზე გადმოდის, სასწაულია. მიხარია, რომ ასეთი გულთბილი მაყურებელი და მსმენელი გვსტუმრობდა.

ფესტივალის მხარდამჭერებია: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა — „ნიჭიერთა ათწლედი“ მასპინძელი სასტუმროები: „ბორჯომი ლიკანი“ და „Hilton Garden Inn Tbilisi“.

პარტნიორი კომპანიები: პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, კომპანია „სარაჯიშვილი“,ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“,ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ და ავეჯის სახლი „ნიტა“.

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „იმედი“, ტელეკომპანია „პოს ტვ“, „Euronews Georgia“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, გაზეთი „აჭარა“, პალიტრა მედია, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი ,,Georgia Today’’, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი ,,The Messenger“, ჟურნალი „სარკე“, „აჭარა თაიმსი“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ და ვებ-პლატფორმა Fortuna.ge.

  • No Comments
  • აგვისტო 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *