ისრაელის არმიამ ღაზაში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა
By

ისრაელის არმიამ ღაზაში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებული იერიშის შედეგად, სობჰი სამი მაჰმუდ შაჰთოთის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ოცეულის მეთაური იყო.

ისრაელის არმიის განცხადებით, შაჰთოთი ისრაელის ტერიტორიაზე 2023 წლის 7 ოქტომბერს შეიჭრა და უშუალოდ მონაწილეობდა მძევლების დაკავებასა და მეთვალყურეობაში. გარდა ამისა, ის 2023 წლის ნოემბერში მძევლების გადაცემის პროცესშიც ფიგურირებდა.

ცეცხლის შეწყვეტის ფონზე განხორციელებულ იერიშს ისრაელის მხარე იმით ამართლებს, რომ ტერორისტი სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ახალ თავდასხმებს გეგმავდა. მისი ლიკვიდაცია რეალური საფრთხის აცილების მიზნით განხორციელდა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *