მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრები დაასრულა
By

მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრები დაასრულა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს უმასპინძლა. ამ შეხვედრით ოფიციალურად დასრულდა ქვეყნის მასშტაბით რეგიონების ხელმძღვანელებთან სამუშაო კონსულტაციების პირველი ეტაპი.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო ფორმატში ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ დონეზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელებაზე.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევები და დასახეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც პრიორიტეტული საკითხების ოპერატიულად და შედეგიანად მოგვარებას ისახავს მიზნად.

 

  • No Comments
  • აგვისტო 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *