განცხადებები 26 აგვისტოს 10:00 საათიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე მიიღება
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რომლებმაც განაცხადის წარდგენისას გადაიხადეს განსაზღვრულზე მეტი ოდენობის საფასური, საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი, საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადეს საპრეტენზიო განაცხადზე, საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.
„განცხადებები მიიღება 26 აგვისტოს 10:00 საათიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით. თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.