ჩაქვის სანერგე მეურნეობაში 30 000 ძირ ციტრუსოვანი კულტურის ნერგს ამყნობენ
By

ჩაქვის სანერგე მეურნეობაში 30 000 ძირ ციტრუსოვანი კულტურის ნერგს ამყნობენ

აჭარაში ციტრუსოვნების წარმოების განვითარებისა და ფერმერების ხარისხიანი სარგავი მასალით უზრუნველყოფის მიზნით, ჩაქვის სანერგე მეურნეობაში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ბაზაზე ტრიფოლიატის საძირეებზე სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის ციტრუსის მყნობის პროცესი ხორციელდება.

პროცესი მიმდინარეობს ქვეპროგრამის „ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის ფარგლებში. მყნობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე და „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი.

 ჩაქვის სანერგეში იწარმოება მანდარინი: საადრეო და საგვიანო ჯიშები;

ფორთოხალი: „ვაშინგტონ ნაველი“ და „ნაველინა“; ლიმონი: „მეიერი“; ასევე, სხვა კულტურები: გრეიპფრუტი და კინკანი.

წელს სანერგეში სულ 30 000 ძირი ნერგის დამყნობაა დაგეგმილი. ადგილობრივად წარმოებული, სერტიფიცირებული და მაღალხარისხიანი სარგავი მასალა რეგიონში ახალი ციტრუსის ბაღების გაშენებას, მოსავლიანობის გაზრდასა და აჭარის აგრარული პოტენციალის უფრო ეფექტიანად გამოყენებას შეუწყობს ხელს.

 

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *