By
რუსეთმა მოსკოვში რუმინეთის საელჩოს თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა
რუსეთმა მოსკოვში რუმინეთის საელჩოს თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„27 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის დეპარტამენტში დაიბარეს რუმინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ლილიანა ბურდა, რომელსაც სამინისტროს ნოტა გადაეცა მოსკოვში რუმინეთის საელჩოს თანამშრომლის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი რუმინეთის მიერ ქვეყნიდან რუსი დიპლომატის გაძევებაზე პასუხს წარმოადგენს.
ცნობისთვის, გასულ თვეში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა მას შემდეგ, რაც ზედიზედ სამი დღის განმავლობაში რუმინეთის ტერიტორიაზე დრონები ჩამოაგდეს.