By
აჭარას გერმანელი კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი სტუმრობდა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს.
ამჯერად, აჭარას გერმანელი კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი მარსელ ლეში სტუმრობდა. მან ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, მთიანი აჭარაც მოინახულა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მთაში მოგზაურობისას ფოტოგრაფი სტუმრობდა კურორტ „გოდერძის“, „ბეშუმს“, მწვანე ტბას, მტირალას ეროვნულ პარკსა და ხაბელაშვილების თაღოვან ხიდს, რომლის ფოტოებიც კონტენტ-კრეატორმა ასიათასობით გამომწერს გაუზიარა.