By
წარმატება – ვენაში
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ტაეკვონდოს საერთაშორისო ტურნირი – Austrian Open 2026 ჩატარდა 2009-2014 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის. მასში 12 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრები გუნდის წევრებმა.
კადეტთა კატეგორიაში ოქროს მედალი ანდრია ქუმსიაშვილმა (-37კილოგრამი წონითი კატეგორია) მოიპოვა.
ახალგაზრდულ კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები ლუკა ცენტერაძემ (-48კგ) და ლევან ჩავლეიშვილმა (-51კგ) დაისაკუთრეს.
ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ პირად მწვრთნელს – საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს აკაკი ცენტერაძეს მიღწეულ წარმატებას და ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ.
მანანა ძიძიშვილი