ანაკლიის პორტში ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
By

ანაკლიის პორტში ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე, ანაკლიის პორტის დირექტორ ზურაბ სიჭინავასთან ერთად, პორტის საზღვაო აკვატორიაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

სააგენტოს ინფორმაციით, ანაკლიის პორტში ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აკვატორიაში უკვე შემოვიდა მეორე დამღრმავებელი გემი – Al-Idrisi, რომელიც Tristao Da Cunha-სთან ერთად, სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, აკვატორიის სიღრმე 17.5 მეტრს მიაღწევს, ხოლო ტალღმტეხელის სიგრძე 1,376 მეტრი იქნება. აღნიშნული პარამეტრები ანაკლიის პორტს შავ ზღვაში მაღალი ტვირთამწეობის გემების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

  • No Comments
  • სექტემბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *