უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის წინააღმდეგ მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა
By

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის წინააღმდეგ მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის წინააღმდეგ „ეფ-ეს-ბე“-ს მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ერთად, ტერაქტი აღკვეთა, რომელსაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური რუსული ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ გეგმავდა“, – აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის უკრაინაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *