ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენები გაუქმდა
By

ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენები გაუქმდა

მოსკოვის „ვნუკოვოს“ და „შერემეტიევოს“ აეროპორტებში ფრენები უკვე ზედიზედ მეორე ღამეა, გადაიდო ან გაუქმდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის სახიფათო გახდა.

მოსკოვის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ ინფორმაცია „როსავიაციამ“ დაადასტურა.

ფრენების მონიტორინგის პლატფორმის მონაცემებით, „შერემეტიევოს“ აეროპორტში 21 რეისი გაუქმდა და 235 გადაიდო, ხოლო „ვნუკოვოს“ აეროპორტში 22 რეისი გაუქმდა და 94 გადაიდო.

მანამდე, თურქულმა ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთის მიმართულებით რამდენიმე რეისი „ტექნიკური და ოპერაციული“ მიზეზების გამო გაუქმდა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *