By
18 ქუჩისა და მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის 18 ქუჩასა და მონაკვეთზე განხორციელდა.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემები, გათვალისწინებულია საგზაო მონიშვნები.
სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე ქსელის მუშაობის ეფექტიანობა და გამტარობა, უსაფრთხო და კომფორტული სატრანსპორტო გადაადგილება. ასევე, შემცირდა გზის საფარის ხშირი დაზიანებისა და განმეორებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საჭიროება.
გალერეა



