ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა. მათივე ცნობით, საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო.
„შეხვედრისას მხარეებმა 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების (UNSDCF) პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მისი შესრულების მექანიზმებზე, ქვეყანაში გაეროს პროექტების მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს როლზე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის მიმართულებით. ნიკოლოზ სამხარაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.