შეხვედრა ჟანივრისა და ხაბელაშვილების მოსახლეობასთან
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, წყალსაყრელთა მაჟორიტარი შუახევის საკრებულოში სულიკო ბოლქვაძე ჟანივრისა და ხაბელაშვილების მოსახლეობას შეხვდნენ, დასრულებული და მიმდინარე პროექტები მოინახულეს.
ჟანივრში სოფლის სახლის სრემონტო სამუშაოები დასრულდა, მოეწყო მოსახლეობასთან შეხვედრებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო დარბაზი, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, მოეწყო სხვა კომუნიკაციები. შენობისთვის ახალი ავეჯი შეიძინეს.

ჟანივრში მინისპორტული მოედნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში მოედანი ლითონის კონსტრუქციით შემოკავდება, ხელოვნური საფარი დაიგება, დადგამენ მინიფეხბურთის კარებსა და კალათბურთის ფარებს, გაკეთდება გარე განათება.
მიმდინარეობს ხაბელაშვილების ცენტრის კეთილმოწყობა და სოფლის ადმინისტრაციული შენობის რემონტი. პროექტის ფარგლებში, ფერდსამაგრი კედელი მოეწყობა, დაიგება ბეტონის საფარი, დაიდგმება დეკორატიული სკამები, ლამპიონები არსებული ფანჩატური შეკეთდება, წისქვილების სოფელთან მიმავალი ბილიკი და სანიაღვრე არხი მოწესრიგდება.
– ანალოგიური შეხვედრები სხვა ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებშიც გვექნება, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
