By
აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდათ
„ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, სათავე ნაგებობაზე უხვად მოსული ნალექის შედეგად შექმნილი ავარიული მდგომარეობის გამო, დღეს, 7 სექტემბრის 23:55 საათამდე ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ჩიხებსა და შესახვევებში, აეროპორტის დასახლებასა და ადლიაში მცხოვრებ აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდათ.
კომპანია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.