მიწისძვრები – საქართველოში
By

მიწისძვრები – საქართველოში

საქართველოში დაახლოებით ერთი საათის შუალედით, ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ბიძგები თბილისის დროით 08:52 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახალქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, სოფელ ბეჟანოში იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.

კიდევ ერთი მიწისძვრა იყო 09:09 საათზე. ამჯერად ეპიცენტრი ქალაქ ახალქალაქის ჩრდილოეთით, 18 კილომეტრში, სოფელ ალათუმანთან დაფიქსირდა, რომლის  სიმძლავრემაც 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *