რვა თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოვლინდა
By

რვა თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება.

სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 4 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის, 3 – სამცხე-ჯავახეთის, 1 – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, 3 – ქვემო ქართლის,  4 – გურიის, 2 – კახეთის,  1 – მცხეთა-მთიანეთის და 3 – შიდა ქართლის რეგიონებში.

ამასთან, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *