შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი – ,,ბათუმური რაფსორდია“
By

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი – ,,ბათუმური რაფსორდია“

ფესტივალის ფარგლებში, ვოკალისტთა მე-3 საერთაშორისო კონკურსი  „ოპერის ოქროს ხმა” გაიმართება.
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 90- მდე კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც  მსოფლიო დონის ჟიური შეაფასებს.
კურსის ფარგლებში წამყვანი მაესტროები ჯანლუკა ტერანოცა და ლუკა პიზარონი მასტერკლასებს გამართავენ. 12 სექტემბერს, დასკვნით დღეს,  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

„ოპერის ოქროს ხმის“ ორგანიზატორი და დამფუძნებელია ჯუზეპე ვერდისა და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი სოპრანო თამარ ივერი.

– ჩვენი ფესტივალი უკვე 5 წლის არის, ეს ნიშნავს, რომ ფესტივალი შედგა, ფესტივალმა გაამართლა, ძალიან დიდი სიტყვა თქვა საქართველოს  და განსაკუთრებით, აჭარის მუსიკალურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ვვითარდებით და  და ძალიან მიხარია, რომ ის თამასა, რაც გვაქვს – ჟიურის წევრების, სტუმრების,  მოწვეული ადამიანების არ ვარდება და უფრო და უფრო  ვითარდება.  12 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმს კვლავ ექნება საოპერო მუსიკის ზეიმი, რომელზე დასწრებაც თავისუფალია. 12 სექტემბერს კი ყოველივე დაგვირგვინდება  გრანდიოზული გალა კონცერტით, რომელიც შვიდ საათზე,  დრამატულ თეატრში გიმასპინძლებთ, – აღნიშნა თამარ ივერმა.

პროექტის საპრიზო ფონდი 22 000 € ევროს შეადგენს

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *