საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს
By

საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს

ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ხუდატიანს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სატრანსპორტო სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობასა და უწყვეტი სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის უზრუნველყოფის მიზნით, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დაეთმო. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის დინამიური ორმხრივი თანამშრომლობა დადებითად აისახება სატრანსპორტო მაჩვენებლებზე და ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირების შემდგომ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *