ბათუმის ცენტრალურ სტადიონს ახალი სახელწოდება აქვს
By

ბათუმის ცენტრალურ სტადიონს ახალი სახელწოდება აქვს

2021 წლის 23 ივლისს, ელექტრონული აუქციონის საფუძველზე შერჩეულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სტადიონის კომერციულ სახელწოდებად განისაზღვრა „აჭარაბეთ არენა“. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის ივლისში ამოიწურა.

ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა და აღნიშნული პროცესის უწყვეტობის გათვალისწინებით, გადაწყდა, ბათუმის ცენტრალური სტადიონის კომერციულ სახელწოდებად – „ბათუმი არენა“ – დამკვიდრდეს.

ახალი სახელწოდება – „ბათუმი არენა“, ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზეც გამოჩნდა.

  • No Comments
  • სექტემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *