„რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი 2026“
By

„რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი 2026“

16 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი 2026“-ის გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით ხორციელდება.

ბსუ-ს ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ახალგაზრდა მკვლევრების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობის გაძლიერება და მეცნიერების ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

,,16 სექტემბერს დღის 13:00 საათიდან –17:00 – მდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სამეცნიერო ფესტივალის სივრცე, სადაც განთავსდება სამეცნიერო პავილიონები, ინტერაქციული და საგამოფენო სივრცეები.

ფესტივალში მონაწილე უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, სტუდენტები და მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარი კვლევის შედეგებს, სამეცნიერო პროექტებს, ინოვაციურ იდეებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება CERN-ის STEM მიმართულების მასტერ-კლასები მოსწავლეებისთვის“, – ნათქვამია ბსუ-ის განცხადებაში.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *