პრემიერი – ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი
By

პრემიერი – ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში ქვეყნის წინსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება“ ერთადერთი ხელისუფლებაა 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი.

,,მე მინდა გითხრათ, რა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით – ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. რეალურად, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი, დაგვეცვა მტკიცედ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ძალიან დიდი გამოწვევების მიუხედავად, პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად.

ამასთან ერთად, ჩვენ გვქონდა ეკონომიკური წინსვლა, მთელი ამ წლების განმავლობაში. 2020 წელს, ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარზე მეტი, მშვიდობის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა ხომ? ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი. რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას და პრინციპული პოზიციების დაცვას. ერთით ნაკლებია ისეთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს ე.წ. დამოუკიდებლობას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ა.შ. გარდა იმისა, რომ იყო უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლამდე – ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება ციხეებში და ციხეებს გარეთ. იყო და აღარ არის,“- განაცხადა პრემიერმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *