„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება
By

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

ცვლილებები ითვალისწინებს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას, თუკი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ საპენსიო შენატანების და საურავების სრულად გადახდას, არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ჯარიმის ოდენობა – პირველ და განმეორებით შემთხვევებში, 500 და 1000 ლარის ნაცვლად, 300 ლარი იქნება. საპენსიო ფონდში დავების განხილვის სამსახური შეიქმნება. შესაძლებელი გახდება საპენსიო შენატანისა და დარიცხული სარგებლის ეტაპობრივი გადახდა 18 თვემდე ვადით. ასევე, ზუსტდება ჯარიმის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი. შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში, ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას -აღსრულება შეჩერდება.

როგორც მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ამნისტია 13 500 მეწარმეს შეეხება. მისი თქმით, საუბარია დაახლოებით 43 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაზე.

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *