მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
By

მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სისტემების განვითარების მიმართულებებს, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას.

მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ბირთვული მედიცინის ეროვნულ ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ახლად რეაბილიტირებული ცენტრის საქმიანობასა და ბირთვული მედიცინის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

მხარეებმა ბირთვული მედიცინის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *