ირაკლი ფავლენიშვილი – სააკაშვილის მხარდამჭერებს რიყის პარკში აქციაზე მისვლისკენ  მოუწოდებს
By

ირაკლი ფავლენიშვილი – სააკაშვილის მხარდამჭერებს რიყის პარკში აქციაზე მისვლისკენ  მოუწოდებს

,,ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რიყის პარკში პირველ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღეს.

,,გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, თურმე არ შეიძლება, პირველ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია ჩატარდეს სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით; თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნებათ შსს და მერიისგან. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერი გახლავთ. ივანიშვილის რეჟიმს დღემდე ყველაზე მეტად ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“, კარგად იციან, რომ აღმშენებლობის 9-წლიანი პერიოდი აუცილებლად გაგრძელდება ამ ქვეყანაში და შეწყდება ნგრევის 14 წელი. კარგად იციან ის როლი, რომელსაც ითამაშებს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქართველ ხალხთან ერთად ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში.

რაც უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ. რიყის დოქები იქნებოდა მოდერნიზებული, თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს და თბილისის სიმბოლო. მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით პირველ ოქტომბერს 17:00 საათზე და ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს მიხეილ სააკააშვილის თავისუფლების მნიშვნელობას, გეპატიჟებით“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *